logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ნაწილობრივი მობილიზაციით პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის

22 სექ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/22/txikagm8crlqhtp.png
Olga Maltseva/AFP/Getty Images

რიტანეთის დაზვერვის განცხადებაში წერია, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა "ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია" უკრაინაში საომარი ოპერაციების მხარდასაჭერად. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ეს გულისხმობს 300 000 რეზერვისტთა მობილიზებას.

"რუსეთი, სავარაუდოდ, ებრძვის ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებს, თუნდაც 300 000 პერსონალის შეკრებით. ის, ალბათ, შეეცდება ამ ჯართან ერთად ახალი ფორმირებების შექმნას, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლაში ეფექტური იყონ."- წერს დაზვერვა. 

ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, ეს "შეზღუდული მობილიზაციაც კი, სავარაუდოდ, ძალიან არაპოპულარული იქნება რუსეთის მოსახლეობის ნაწილისთვის."

"პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის იმ იმედით, რომ გამოიმუშავებს საჭირო საბრძოლო ძალას."- განაცხადა დაზვერვამ. 

დაზვერვის თქმით, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად ამოწურა თავისი მოხალისეების მარაგი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

 


close დახურვა